30 Seconds To Mars

Picture

ჯგუფის წევრები:

 
Jared Leto - guitar, vocals


Shannon Leto - drums


Tomo Milicevic - bass guitar


ისტორია:

 

ჯგუფი დაარსდა 1998 წელს, ძმების ჯარედ და შენონ ლეტოების მიერ. მან არსებობა დაიწყო როგორც პატარა ოჯახურმა პროექტმა. ჯარედ ლეტო ჰოლივუდის ცნობილი მსახიობია, მაგრამ მას არასოდეს გამოუყენებია ეს "უპირატესობა" ჯგუფის პოპულარიზაციისთვის. პირველი ალბომი, რომლის სახელიც გაიგივებულია გჯუფის სახელწოდებასთან, ჩაწერილია მთლიანად ძმების მიერ. ჯარედი უკრავდა გიტარაზე, ბას გიტარაზე და ამავდროულად მღეროდა, ხოლო შენონი დრამერი გახლდათ. ზოგიერთი სიმღერის ჩაწერისას ძმებს მაინც დასჭირდათ რამოდენიმე ადამიანის დახმარება, მაგალითად სიმღერაში The mission ალბომის პროდუსერმა- ბობ ეზრინმა თავად დაუკრა პიანინოზე. რამოდენიმე წლის განმავლობაში ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებები ხდებოდა : მეთ უოქტერი(bass) და სოლონ ბიქსლერი(guitar), რომლებმაც ასევე მიიღეს მონაწილეობა პირველი ალბომის ზოგიერთი სიმღერის ჩაწერაში, გახდნენ ჯგუფის ოფიციალური წევრები. გაიყიდა 100 000ზე ცოტა მეტი დისკი. თავდაპირველად ალბომს უნდა ეტარებინა სახელი "welcome to the universe" , შემდეგ ჯარედმა გადაწყვიტა დაერქვა მსთვის იგივე სახელი რაც ჯგუფს ჰქონდა. მაშ ასე, 30 seconds to mars's

 

,#1 ალბომში შედის სიმღერები


1 Capricorn

2 Edge of the earth

3 Fallen

4 Oblivion

5 Buddha for Marry

6 Echelon

7 Welcome to the universe

8 The mission

9 End of the beginning

10 93 million miles

11 Year zero



 რამოდენიმე გიტარისტის გამოცვლის შემდეგ, ჯგუფს შეუერთდა თომო მილიშევიჩი [Tomo Milicevic]  (guitar, sintesator),


ჯგუფის # 2 ალბომი გამოვიდა სახელწოდებით "Abeautiful lie". მან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. 2006 წლის იანვარში ჯგუფმა მიიღო პლატინის სტატუსი, ალბომის 1 000 000 ასლის გაყიდვისათვის.2006 წლის 31 აგვისტოს დაჯილდოვებაზე " MTV2 music video awards "ჯგუფმა მოიპოვა ჯილდო ნომინაციაში "MTV2 award" კლიპისთვის სიმგერაზე "The kill" .


ამავე წლის 20 ნოემბერს, MTV2- მა მოაწყო პრემიერა კლიპისა სიმღერაზე " From yesterday". ეს არის პირველი ამერიკული როკ-ვიდეო გადაღებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

" ვფიქრობ, რომ ვიდეოს ჩინეთში გადაღება საუკეთესო მეთოდია ამ სიმღერის ვიზუალურად წარმოსაჩენად. ამ ქვეყნის ისტორიის სიღრმე, მისი კულტურის სილამაზე და ერის სიძველე გახდა ჩვენი შთაგონების წყარო და სრულიად გადაასხვაფერა ჯგუფი " - ამბობს ჯარედი.

2007 წლის 1 მარტს, Ell-Passo -ში გამართული კონცერტის დროს, მეთ უოქტერმა განაცხადა თავისი გადაწყვეტილება დაეტოვებინა ჯგუფი, რომ მეტი დრო ჰქონოდა ოჯახთან ერთად ყოფნისთვის. ამის შემდეგ ჯგუფის შემადგენლობა აღარ შეცვლილა.

ახლა კი 30 seconds to mars's # 2 ალბომში შესული სიმღერები

 


1 Attack

2 The kill

3 Abeautiful lie

4 Was it a dream ?

5 Savior

6 From yesterday

7 The fantasy

8 The story

9 Revolve

10 A modern myth


2009 წლის მიწურულს გამოუშვა ჯგუფმა კიდევ ერთი #3 ალბომი - " This is war". 30 seconds to mars უკვე დაიწყო საკონცერტო ტური (Into The Wild tour)  ამერიკის შეერთებული შტატების მაშტაბით. გამომდინარე იქიდან, რომ ალბომი ცოტა ხანია რაც არსებობს, მას არ მიუღია (ჯერ ჯერობით) არც ერთი პრიზი,თუმცა MTV-ს და სხვა მსგავსი მუსიკალური არხების მიერ გამოქვეყნებულ უამრავ გამოკითხვაში Kings And Queens ურყევად ლიდერობს ! მე პირადად დიდი იმედი მაქვს, რომ ალბომი გაამართლებს მოლოდინს, რადგან როგორც ყოველთვის, ჯგუფმა ახლაც შემოგვთავაზა სიახლე: ყოველ სიმღერას ფონად სდევს ფანების ხმა, 30 seconds to marsa–მა ალბომი ფანებთან ერთად ჩაწერა.


 

30 seconds to mars's #3 ალბომში შესული სიმღერები

 


1 Escape

2 Night of the hunter

3 Kings and queens

4 This is war

5 100 suns

6 Hurricane (ft. Kanye West)

7 Closer to the edge

8 Vox populi

9 Search and destroy

10 Alibi

11 Stranger in a strange land

12 L490

 
სიმბოლიკა
 
ფენიქსი (phoenix) რომელსაც ჯგუფი უწოდებს "Mithra"-ს არის ცეცხლოვანი მითიური ფრინველი. იგი გრაფიკული გამოსახვაა ჯგუფის დევიზისა - " Provehito In Altum" რაც ლათინურიდან ითარგმნება დაახლოებით ასე - " წინ, სიღრმისაკენ". ამასვე აღნიშნავს წითელ ფონზე თეთრი ისარი პირდაპირი მიმართულებით.
 


Echelon-

30 seconds to mars-ის ოფიციალური ფან კლუბია, რომელიც ეხმარება ჯგუფს პოპულარიზაციაში, აკრავს ქუჩებში მათ პლაკატებს, უკვეთავს და აწვდის ადგილობრივ რადიო სადგურებს ბნდის სიმღერებს. თუმცა Echelon-ში არ მოიაზრება ადამიანების გარკვეული მასა, რაოდენობა. Echelon შეიძლება იყოს შექმნილი ყველგან, ნებისმიერის მიერ ვინც დაინტერესებულია ჯგუფით. ამასთანავე ყველას, ვინც ფანია შეუძლია უწოდოს საკუთარ თავს ECHELON !

 
ზოგადად ეშელონი წარმოადგენს სამხედრო მატარებელს. თუმცა არსებობს ამ სიტყვის სხვა განმარტებაც, რომელიც უფრო ამართლებს მის ჯგუფთან კავშირს. Echelon ძველად იყო საომარი ტაქტიკა, უფრო კი ჯარის განაწილების მეთოდი. როდესაც მხედრები დგანან არა ერთ სიგანეზე, თითო რიგში ერთი და იმავე რაოდენობით, არამედ ყოველ რიგში რამდენიმე მხედრით უფრო ნაკლები ვიდრე მის წინაში. ამგვარ განლაგებას თუ ზემოდან გადმოვხედავთ, ნათლად დავინახავთ რომ ჯარს აქვს ისრის ფორმა. აი სად გადის ხიდი echelon-სა და ჯგუფის სიმბოლიკას შორის!












Jared Leto

Picture
დაბადების თარიღი : 26/12/1971

სრული სახელი : Jared Joseph Leto

ზედმეტსახელი : J

სიმაღლე: 1.77 მ

ჰობი : სნოუბორდინგი, სკეიტბორდინგი, სიმღერების წერა, კითხვა, ხატვა.

საყვარელი საჭმელი : popcorn და ბოსტნეული, სასმელი : ცხელი შოკოლადი.

ჰყავდა ძაღლი სახელად ჯუდასი რომელიც მოკვდა 2007 წლის მაისში :(

ჯარედ ლეტო დაიბადა 1971 წლის 26 დეკემბერს , Bossier city-ში (ლუიზიანა). მას ჰყავს უფროსი ძმა შენონი და ორი უმცროსი ნახევარ-ძმა მამისგან. მშობლების გაცილების შემდეგ, ჯარედის დედა მარტო შეუდგა ბიჭების აღზრდას. ხოლო მამა, მეორედ დაქორწინებიდან მალე გარდაიცვალა.

განათლება

Newton North High School- დაამთავრა 1989 წელს.
University of the Arts ფილადელფიაში
School of Visual Arts- სადაც შეასრულა პირველი როლი საკუთარსავე ფილმში მტირალა ჯოი (Crying Joy)


მუსიკა

ჯარედი არის სოლისტი და გიტარისტი თავის საამაყო პროექტის, ჯგუფის- 30 seconds to mars, რომლის დრამერი მისი ძმა შენონ ლეტოა.

კავშირები

ლეტოს ჰქონდა ოთხ წლიანი კავშირი ქამერონ დიაზთან (Cameron Diaz) 1998-2002 წლებში. ისინი დანიშნულნიც იყვნენ. ცნობილია, რომ წყვილის დაშორება დიაზის ბრალია. სწორედ ეს სამწუხარო მოვლენა გახდა ჯარედის შთაგონების წყარო პირველი ალბომის ჩაწერისას.

ჯარედი ხვდებოდა სქარლეთ იოჰანსონს (Scarlett Johansson) 2004-2005 წლებში

2005 წელს ჯარედს ჰქონდა კავშირი ლინდსი ლოჰანთან (Lindsay Lohan)

მცირეხნიანი რომანები

Britnay Spears (2003)

Jennifer Connelly

Paris Hilton

Lydia Hearst-Shaw

Isabel Lucas



ფილმოგრაფია

Mr. Nobody (2009) .... Nemo Nobody


Chapter 27 (2007) - Mark David Chapman

Lonely Hearts (2006) - Raymond Fernandez

Lord of War (2005) - Vitaly Orlov

Alexander (2004) - Hephaestion

Panic Room (2002) - Junior

Highway (2002) - Jack Hayes

Sunset Strip (2000) - Glen Walker

Requiem for a Dream (2000) - Harry Goldfarb

American Psycho (2000) - Paul Allen

Girl, Interrupted (1999) - Tobias 'Toby' Jacobs

Fight Club (1999) - Angelface

Black and White (1999) - Casey

The Thin Red Line (1998) - Second Lieutenant Whyte

Urban Legend (1998) - Paul Gardener

Basil (1998) as Basil

Switchback (1997) - Lane Dixon

Prefontaine (1997) - Steve Prefontaine

The Last of the High Kings (1996) - Frankie Griffin

How to Make an American Quilt (1995) - Beck

Cool and the Crazy (1994) (TV) - Michael

My So-Called Life (1994) ტელე სერიალი - Jordan Catalano